განვიხილოთ თქვენი ავტომობილი
დაგვირეკეთ

მანქანა აუქციონიდან — გასაღების ჩაბარებით.

დაგვირეკეთ დღესვე და გვითხარით, რომელი ავტომობილი გსურთ. რამდენიმე თვეში სრულად გამართული, ახალივით ავტომობილის გასაღებს ჩაიბარებთ.

უკვე შეარჩიეთ ავტომობილი Copart-ზე ან IAAI-ზე? გამოგვიგზავნეთ ბმული.

ჩვენი საქმე იაფად ჩამოყვანაზე მეტია. პასუხისმგებლობას ვიღებთ თქვენი ავტომობილის მთელ გზაზე: აუქციონის პირველი ფოტოდან გასაღების ჩაბარებამდე ბოლო შემოწმების ჩათვლით.

საიდან მოდის თქვენი ავტომობილი?

აირჩიეთ ქვეყანა და მიჰყევით მარშრუტს. თქვენი ავტომობილი ფოთის ან ბათუმის პორტში ჩამოდის, გასაღებს კი თბილისში იღებთ.

  1. 01

    შერჩევა

    თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში ვარჩევთ მანქანებს და თითოეულზე ვამოწმებთ ისტორიას VIN კოდით, აუქციონის ფოტოებსა და დაზიანებების ანგარიშს.

  2. 02

    შეძენა

    ვმონაწილეობთ Copart-ის, IAAI-ის ან Manheim-ის აუქციონში, ან მანქანას დილერისგან ვყიდულობთ — თქვენ მიერ დადგენილ თანხას არასდროს ვაჭარბებთ.

  3. 03

    პორტამდე

    მანქანა აუქციონის სადგომიდან ავტოვოზით გადაგვაქვს პორტში, გემზე დასატვირთად.

  4. 04

    ზღვით

    მანქანა კონტეინერით მოემგზავრება ფოთში ან ბათუმში — მთელი გზის განმავლობაში დაზღვეულია.

  5. 05

    განბაჟება

    განბაჟება, აქციზის გადახდა და საბუთების მომზადება — ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ.

  6. 06

    სახელოსნო

    ძარის აღდგენას, შეღებვას, მექანიკური და ელექტროსისტემების შეკეთებასა და დიაგნოსტიკას ჩვენივე ხელოსნები ასრულებენ.

  7. 07

    რეგისტრაცია

    მანქანას თქვენს სახელზე ვაფორმებთ, ვიღებთ სანომრე ნიშნებს, ვამზადებთ საბუთებს და ტექდათვალიერებაზეც ჩვენ მიგვყავს.

  8. 08

    გასაღების ჩაბარება

    გაბარებთ გასაღებს — მანქანა სუფთაა, საჭირო სერვისი გავლილი აქვს და მზადაა, რომ გზას გაუდგეთ.

ჩვენი სახელოსნო

ბევრი იმპორტიორის საქმე პორტში სრულდება. ჩვენ კი თქვენს ავტომობილს საკუთარ სახელოსნოში გზისთვის ვამზადებთ. ძარის აღდგენა, შეღებვა, მექანიკა, ელექტროობა და დიაგნოსტიკა: ყველაფერზე ჩვენი ხელოსნები ერთ სივრცეში ზრუნავენ.

  1. 01

    ნაწილები ნებისმიერი მოდელისთვის

    ორიგინალი თუ ხარისხიანი „ტაივანი“: არჩევანი თქვენზეა, ნაწილის მოძიება ჩვენზე.

    ორიგინალიტაივანი
  2. 02

    ჩვენს შერჩეულ ავტომობილზე პასუხს ვაგებთ

    თუ ავტომობილი თქვენთან ერთად შევარჩიეთ, ნაწილებსაც მოვუძებნით და შევაკეთებთ კიდეც. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და არა თქვენი.

  3. 03

    შეკეთების ხარჯს აუქციონამდე ვითვლით

    სამუშაოების ღირებულებას წინასწარ, მაქსიმალური სიზუსტით ვაფასებთ, რომ ხარჯი მოგვიანებით არ გაიზარდოს.

  4. 04

    ზედმეტი სირბილის გარეშე

    აღარ მოგიწევთ ნაწილების ძებნა, ხელოსნებთან რიგში დგომა და ხუთ სხვადასხვა ადამიანთან რეკვა.

  5. 05

    ფოთიდან ევაკუატორით

    ავტომობილი პორტიდან პირდაპირ ჩვენს სახელოსნოში მოგვყავს.

გვესტუმრეთ სახელოსნოში

ნახეთ ავტომობილები, რომლებზეც ვმუშაობთ, გაიცანით ხელოსნები და პირადად დაუსვით მათ თქვენი კითხვები.

განვიხილოთ თქვენი ავტომობილი
მისამართი
თბილისი, მალე დაემატება
სამუშაო საათები
მალე დაემატება
ტელეფონი
+995 5XX XXX XXX
კომპანია
Autoplace

მომსახურების სამი პაკეტი

აირჩიეთ, რომელ ეტაპამდე მოგვანდობთ საქმეს. წინასწარი შემოწმება ყველა პაკეტში შედის, რათა აუქციონში მონაწილეობამდე შესაძლო რისკები იცოდეთ.

მომსახურების სამი პაკეტი
თქვენი მანქანის გზა Iშერჩევა და ჩამოყვანასრულდება პორტში IIჩამოყვანა და განბაჟებასრულდება განბაჟებული ავტომობილის ჩაბარებით სრული მომსახურებაIIIგასაღების ჩაბარებითსრულდება გასაღების ჩაბარებით
1შერჩევაშედისშედისშედის
2შეძენაშედისშედისშედის
3პორტამდეშედისშედისშედის
4ზღვითშედისშედისშედის
5განბაჟებაარ შედისშედისშედის
6სახელოსნოარ შედისარ შედისშედის
7რეგისტრაციაარ შედისარ შედისშედის
8გასაღების ჩაბარებაარ შედისარ შედისშედის
თქვენთვის ავტომობილს მოვიძიებთ, შევამოწმებთ, შევიძენთ და ფოთის ან ბათუმის პორტში ჩამოგიყვანთ.
პირველ პაკეტს ემატება განბაჟება და ავტომობილის თქვენს მისამართზე მოყვანა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებას ემატება ჩვენი ხელოსნების მიერ შეკეთება, რეგისტრაცია, ტექინსპექტირება და დეტეილინგი. თქვენ მხოლოდ გასაღებს ჩაიბარებთ.

სრული მომსახურება ან მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ

თქვენი ხელოსანი გყავთ ან საქმის ნაწილის თავად გაკეთება გსურთ? მომსახურებას თქვენს საჭიროებებს ვარგებთ და ყველაფერს წინასწარ ვათანხმებთ.

8/ 8
I

შერჩევა და ჩამოყვანა

სრულდება პორტში

თქვენთვის ავტომობილს მოვიძიებთ, შევამოწმებთ, შევიძენთ და ფოთის ან ბათუმის პორტში ჩამოგიყვანთ.

II

ჩამოყვანა და განბაჟება

სრულდება განბაჟებული ავტომობილის ჩაბარებით

პირველ პაკეტს ემატება განბაჟება და ავტომობილის თქვენს მისამართზე მოყვანა.

III

გასაღების ჩაბარებით

სრულდება გასაღების ჩაბარებით

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებას ემატება ჩვენი ხელოსნების მიერ შეკეთება, რეგისტრაცია, ტექინსპექტირება და დეტეილინგი. თქვენ მხოლოდ გასაღებს ჩაიბარებთ.

რატომ არ ვართ ყველაზე იაფი

ბევრი კომპანია მანქანის ჩამოყვანას დაბალ ფასად შემოგთავაზებთ. შემდეგ მანქანა ჩამოდის და ხარჯებიც იწყება: ფოტოებში საღად გამოჩენილი ნაწილი შესაცვლელია, შეკეთება თავიდანაა გასაკეთებელი, საბაჟოზე კი მთელი კვირა იკარგება.

ჩვენ სხვაგვარად ვმუშაობთ. აუქციონზე ვაჭრობის დაწყებამდე გეუბნებით, რა დაგიჯდებათ მანქანა გასაღების ჩაბარებით — გამართული, დარეგისტრირებული და გზისთვის მზად. ჩვენი ხელოსნები თითოეულ მანქანას ისე აკეთებენ, როგორც საკუთარი ოჯახისთვის გააკეთებდნენ, თქვენ კი ყველა ეტაპს ფოტოებში ხედავთ.

ასეთი მომსახურება იაფად ჩამოყვანაზე მეტი ღირს, მაგრამ ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე იაფი ჩამოყვანის შემდეგ პრობლემების მოგვარება. ჩაბარების შემდეგაც ჩვენს კლიენტად რჩებით — სერვისზე, ნაწილებსა და შეკეთებაზე თქვენთვის სპეციალური ფასები მოქმედებს.

როდის იხდით და რას იღებთ

მთლიან თანხას წინასწარ არ იხდით. ყოველი გადახდის დანიშნულება დოკუმენტურადაა გაწერილი და თქვენთან შეთანხმებული.

  1. აუქციონამდეთქვენთან წერილობით ვათანხმებთ ავტომობილსა და მაქსიმალურ ფასს. დეპოზიტის შეტანის შემდეგ აუქციონში თქვენი სახელით ვმონაწილეობთ.
  2. აუქციონზე გამარჯვების შემდეგიხდით ავტომობილის ღირებულებასა და აუქციონის საკომისიოებს. იღებთ აუქციონის ინვოისს.
  3. გადაზიდვაიხდით ავტომობილის ჩატვირთვისას. იღებთ გადაზიდვის დოკუმენტებსა და ფოტოებს.
  4. განბაჟებააქციზსა და მოსაკრებლებს ავტომობილის ფოთში ჩამოსვლისას იხდით. იღებთ საბაჟო დეკლარაციას.
  5. შეკეთება და ჩაბარებაშეკეთების საფასურს ხარჯთაღრიცხვაში შეთანხმებული პირობებით იხდით, დარჩენილ თანხას კი ჩაბარებისას, როცა გასაღებებსა და შემოწმების ანგარიშს იღებთ.

ზუსტი თანხები და თანხის დაბრუნების პირობები თქვენს ხელშეკრულებაში პირველ გადახდამდე იწერება.

რამდენი დრო სჭირდება

აუქციონზე შეძენიდან გასაღებების მიღებამდე, ჩვეულებრივ, 3–4 თვეა საჭირო. ზუსტ ვადას თქვენი ლოტის შემოწმების შემდეგ დაგიდასტურებთ.

  • შერჩევა და შეძენა1–3 კვირა
  • სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვა6–10 კვირა
  • განბაჟებარამდენიმე დღიდან 2 კვირამდე
  • სახელოსნო1–4 კვირა, დაზიანების მიხედვით
  • რეგისტრაცია და ჩაბარებარამდენიმე დღე

შეფერხებები უმეტესად აუქციონს, პორტს ან ნაწილების მოლოდინს უკავშირდება. ყოველ კვირას გაცნობებთ, სად არის თქვენი ავტომობილი, მაშინაც კი, თუ არაფერი შეცვლილა.

აუქციონამდე იცოდეთ სრული ღირებულება

მიიღეთ წინასწარი გათვლა რამდენიმე წამში. თქვენი ავტომობილის ზუსტ ხარჯთაღრიცხვას მენეჯერი დაგიდასტურებთ.

გამოშვების წელი
ნაწილები
საწვავის ტიპი
თანხები მაგალითისთვის
ვალუტა
სავარაუდო ჯამური ღირებულება
ფასი აუქციონზე
აუქციონის საკომისიოები
ტრანსპორტირება ფოთამდე
აქციზი
დღგ და საბაჟო მოსაკრებლები
შეკეთება (სავარაუდო დიაპაზონი)
ჩვენი მომსახურება
აქციზი განბაჟების წელზეა დამოკიდებული. თუ ავტომობილი შესაძლოა მომავალ წელს განბაჟდეს, ორივე წლის გათვლას გაჩვენებთ.
მიიღეთ ზუსტი ხარჯთაღრიცხვა

საორიენტაციო კურსი: 1 დოლარი = 2.70 ლარი. ზუსტი თანხა ლარში გადახდის დღეს განისაზღვრება.

რას ნიშნავს თითოეული ხარჯი
  • აუქციონის ხარჯები: მყიდველის საკომისიო და აუქციონის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანის საფასური.
  • გადაზიდვა: პორტამდე ავტოვოზით და ფოთამდე კონტეინერით ტრანსპორტირება.
  • აქციზი: საქართველოში მოქმედი გადასახადი, რომელიც ძრავის მოცულობაზე, ავტომობილის ასაკსა და საწვავის ტიპზეა დამოკიდებული.
  • დღგ და საბაჟო მოსაკრებლები: 18% დღგ და საბაჟო გაფორმების საფასური.
  • შეკეთება: ხარჯის სავარაუდო დიაპაზონი, სანამ ავტომობილს ჩვენი ხელოსნები შეამოწმებენ.
  • ჩვენი მომსახურება: ჩვენი ანაზღაურება შეძენიდან ჩაბარებამდე სრული მომსახურებისთვის.

ხარისხი, რომელსაც თავად ამოწმებთ

ფოტო და ვიდეო ყველა ეტაპზე

აუქციონის მოედნიდან სამღებრო კამერამდე, თქვენც ხედავთ ყველაფერს, რასაც ჩვენ.

დეტალური წერილობითი ხარჯთაღრიცხვა

აუქციონის საკომისიოები, ტრანსპორტირება, აქციზი, შეკეთება და ჩვენი მომსახურების საფასური. თითოეული ხარჯი ცალკეა გაწერილი.

დამატებითი სამუშაო მხოლოდ თქვენი თანხმობით

თუ ავტომობილს დაგეგმილზე მეტი სამუშაო დასჭირდება, ჯერ გაჩვენებთ, რა არის საჭირო. გადაწყვეტილებას თქვენ მიიღებთ.

შემოწმების აქტი ორივე მხარის ხელმოწერით

გასაღების ჩაბარებამდე ავტომობილს წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით ვამოწმებთ და შედეგებს თქვენთან ერთად ხელმოწერით ვადასტურებთ.

ჩვენი კლიენტების კითხვები

რას მოიცავს სრული ბიუჯეტი და რამ შეიძლება გაზარდოს?

ხარჯთაღრიცხვაში ყველა ხარჯია გაწერილი: ავტომობილი, აუქციონის საკომისიოები, გადაზიდვა, აქციზი, დღგ, შეკეთება და ჩვენი მომსახურების საფასური. შეკეთების ღირებულება შეიძლება შეცვალოს მხოლოდ დაშლისას აღმოჩენილმა ფარულმა დაზიანებამ. თქვენი თანხმობის გარეშე დამატებით სამუშაოს არ ვასრულებთ.

როგორ ამოწმებთ ფარულ დაზიანებებს?

აუქციონში მონაწილეობამდე VIN-ით ვამოწმებთ ავტომობილის ისტორიას, ვეცნობით საკუთრების დოკუმენტს, აუქციონის ფოტოებსა და დაზიანების ანგარიშს. ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი ხელოსნები ავტომობილს საჭირო ადგილებში შლიან და ყველაფერს ფოტოებით გაჩვენებთ.

როდის ვიხდი და რა ხდება, თუ გადავიფიქრებ?

იხდით ეტაპობრივად, ზემოთ აღწერილი პირობებით. გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები თქვენს ხელშეკრულებაში პირველ გადახდამდე იწერება.

რამდენი დრო დასჭირდება და ვინ შემატყობინებს შეფერხების შესახებ?

ჩვეულებრივ, 3–4 თვე. თქვენი მენეჯერი ყოველ კვირას გაცნობებთ სიახლეებს, შეფერხების შემთხვევაში კი მაშინვე გიკავშირდებათ.

Copart-ზე ან IAAI-ზე ავტომობილი ვიპოვე. შეგიძლიათ შეამოწმოთ?

დიახ. გამოგვიგზავნეთ ლოტის ბმული. შევამოწმებთ და აუქციონში მონაწილეობამდე სრულ ღირებულებას გაცნობებთ.

რომელ ნაწილებს გამოიყენებთ და მექნება თუ არა გარანტია?

ორიგინალი ან ხარისხიანი ტაივანი: არჩევანი თქვენზეა, ფასში სხვაობას კი წინასწარ გაჩვენებთ. ჩვენს სახელოსნოში შესრულებულ სამუშაოზე წერილობით გარანტიას გაძლევთ.

შემიძლია მხოლოდ ცალკეული ეტაპებით ვისარგებლო ან უცხოეთიდან ოჯახისთვის ავტომობილი შევიძინო?

დიახ. აირჩიეთ მხოლოდ ის ეტაპები, რომლებიც გჭირდებათ. თუ უცხოეთში ცხოვრობთ, ყველაფერს დისტანციურად ვაგვარებთ, გასაღებებს კი თქვენი ოჯახი თბილისში იღებს.

ვინ დამეხმარება, თუ ჩაბარების შემდეგ პრობლემა გაჩნდება?

ჩვენ დაგეხმარებით. ჩაბარებიდან 30 დღის შემდეგ ავტომობილს უფასოდ შეგიმოწმებთ, მომსახურებასა და ნაწილებზე კი ჩვენი კლიენტებისთვის განკუთვნილი ფასებით ისარგებლებთ.

გასაღების ჩაბარების შემდეგაც თქვენ გვერდით ვართ

  • უფასო შემოწმება ჩაბარებიდან 30 დღის შემდეგ
  • 10%-იანი ფასდაკლება სამუშაოს ღირებულებაზე 12 თვის განმავლობაში
  • ბონუსი სერვისის ბალანსზე თქვენი რეკომენდაციით მოსულ ყოველ მეგობარზე

გვითხარით, რომელი ავტომობილი გსურთ

მადლობა, თქვენი განაცხადი მივიღეთ.

დაგვიტოვეთ ნომერი. დაგირეკავთ, რამდენიმე დეტალს დავაზუსტებთ და თქვენს ბიუჯეტზე მორგებულ ვარიანტებს შეგირჩევთ.

როგორ დაგიკავშირდეთ?
ავტომობილის ტიპი
2026 წლის წესების გათვალისწინებით, შედარებით ახალი ავტომობილების, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების ჩამოყვანა ყველაზე ხელსაყრელია. არჩევანში დაგეხმარებით.
თქვენს ნომერს მხოლოდ ამ განაცხადზე საპასუხოდ გამოვიყენებთ.